კორპორატიული ხედვა


2007 წელს, როდესაც დაარსდა ჯეოსთილი, ის ყველაზე მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იყო საქართველოში. ჯეოსთილი ყოველთვის დგას გამოწვევის წინაშე –  გახდეს ლიდერი ხარისხისანი ფოლადის წარმოებაში. მთავარი პროდუქტი, თერმულად დამუშავებული არმატურა, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, ჯეოსთილმა საკუთარ თავზე აიღო ქვეყანაში წარმოებულ ნებისმიერ ფოლადზე უფრო ხარისხიანი ფოლადის წარმოება.


ხარისხის მწარმოებლები

შპს ,,ჯეოსთილი’’  უდიდესი ფოლადის ქარხანაა საქართველოში, 13 ჰექტარზე განლაგებული წარმოების საშუალებებით და წლიური 200 000 ტონიანი წარმადობით. წარმოების საშუალებები მოიცავს 35 ტონიან ელექტრო-რკალურ ღუმელს (EAF),  40 ტონიან ციცხვის ღუმელს, ორ დგანიან კვადრატული ნამზადის ჩამომსხმელ და თერმული დამუშავების საამქროს და ჟანგბადის საამქროს (50 ტონა დღიურად).

ჯეოსთილი ფოკუსირებულია მაღალი კლასის ფოლადის არმატურის წარმოებაზე. ფოლადის ხარისხი განისაზღვრება დენადობის ზღვარით და ქიმიური შემადგენლობით. მაღალი ხარისხის, მტკიცე არმატურის წარმოებაში გადამწყვეტი ფაქტორია ფოსფორის დონის კონტროლი. სიმტკიცის კონტროლი მიიღწევა მაღალავტომატიზებული და ტექნოლოგიურად სრულყოფილი ელექტრო-რკალური და ციცხვის ღუმელებით. ჯეოსთილი პირველია საქართველოში, ვინც ამ ტექნოლოგიებს იყენებს.


 

ლიდერები ტექნოლოგიებში

ჯეოსთილი თერმო-მექანიკურად დამუშავებული არმატურის და გლინულის წამყვანი მწარმოებელია. თანამედროვე ტექნოლოგიები სრულიად ავტომატიზებული ჟანგბადის საამქროს სახით, ელექტრო-რკალური ღუმელი, ციცხვის ღუმელი, უწყვეტი ჩამოსხმის დანადგარი, თანამდეროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა და ზუსტი კონტროლის საგლინავი საამქრო უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნას, იაპონურ და ევროპულ სტანდარტებთან შედარებით. ჯეოსთილის ფოლადის შინაგანი სიმძლავრემ გამოხატულება ჰპოვა მისი პროდუქციით აშენებულ ხიდებში, მრავალსართულიან შენობებში, ჰიდროელექტროსადგურში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიის რეგიონსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

შპს ჯეოსთილი ბაზარზე ორიენტირებული ორგანიზაციაა, რომელიც მიილტვის ფოლადის სექტორში ახალი ბიზნესების განვითარებისაკენ არა მხოლოდ კავკასიის რეგიონის, არამედ დსთ-ს ქვეყნებშის ფარგლებში.

ჯეოსთილის ქარხანა მდებარეობს რუსთავის ინდუსტრიულ ნაწილში, რომელიც მიიჩნევა საქართველოს პრესტიჟულ მეტალურგიულ ქალაქად. ის განლაგებულია თბილისიდან 35 კმ-ის დაშორებით.

ჯეოსთილმა თავის თავზე აიღო მისია აღადგინოს ფოლადის ინდუსტრია საქართველოში.