ვინ ვართ ჩვენ?

შპს ,,ჯეოსთილი’’ ერთ-ერთი უმსხვილესი პირდაპირი უცხოური სამრეწველო ინვესტიციაა საქართველოში. ის არის  JSW Steel Netherlands (რომელსაც მთლიანად ფლობს JSW, ინდოეთი) და შპს ,,საქართველოს ფოლადის ჯგუფის ჰოლდინგის’’ (GSGHL) ერთობლივი საწარმო. JSW სანდო სახელია მსოფლიო ფოლადის წარმოებაში. მისი ინტერესის სფეროები მოიცავს სამთო მრეწველობას, ენერგეტიკას, ცემენტს, ინფრასტრუქტურას, სამშენებლო სისტემებს და ლოჯისტიკას. ,,ჯეოსთილმა’’ ქართველ მომხმარებელს მისცა ეფექტიანი არჩევანის გაკეთების საშუალება, ადგილობრივი  წარმოების არმატურის მიწოდებით. უფრო მეტიც, მან,  სამშენებლო მასალების წარმოებისათვის ადგილობრივი ჯართის გამოყენებით, აიღო საქართველოს მეტალურგიული მრეწველობის გაახალგაზრდავების  და მისი ეკონომიკის გაზრდის ინიციატივა. ჩვენ ვცდილობთ გავხდეთ ლიდერი ამ ინდუსტრიაში, მთელი კავკასიის რეგიონში.

სრულიად ავტომატიზებულ ჟანგბადის საამქროს სახით არსებული თანამდეროვე ტექნოლოგიები, ელექტრორკალური ღუმელი, ციხცვის გაწმენდის საშუალებები, უწყვეტი ჩამოსხმის დანადგარი, თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობები და ზუსტი კონტროლის საგლინავი საამქრო, კომპანიას აძლევს საშუალებას სამშენებლო მასალებით უზრუნველყოს ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში.

             ჩვენი ხედვა

გავხდეთ ინდუსტრიის ლიდერი სამშენებლო ფოლადის წარმოებასა და მარკეტინგში, კავკასიის რეგიონში.

                    ჩვენი მისია

სამშენებლო სექტორისათვის, ჯეოსთილი მიიჩნევა უმაღლესი ხარისხის ფოლადის არმატურის მწარმოებლად. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ადამიანური რესურსის განვითარებას, სტიმულირებას და ჩვენი ბიზნეს-პროცესების უწყვეტ გაფართოებას უსაფრთხოებასა და გარემოზე ზრუნვით.

0
Tons of Steel Rebars
0
Tons of Oxygen
0
Tons of Wirerod

ინოვაციური ტექნოლოგია

ჯეოსთილი თერმო მექანიკურად წარმოებული სამშენებლო არმატურის და გლინულების წამყვანი მწარმოებელია.  ის ფლობს თნამედროვე ტექონოლოგიებს, როგორც მანქანა-დანადგარების, ისე პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით, რათა უზურნველყოს მაღალ-ავტომატიზებული და ხარისხიანი, კოტროლირებადი პორცესები.

GeoCore

ქარხნის მართვის საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა

 

ქლაუდ მენეჯმენტი (Cloud Management) მოიცავს საწარმოში არსებულ ყველა პროცესს.  წარმოების მონიტორინგი ქლაუდზე შესაძლებელია წარმოებაზე დახარჯული დროის ანალიზით. წარმოების ძირეული მონიტორინგი კი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქციის დამზადებას მინიმალური დროითი მოცდენით.

დასაქმებულთა მართვა (Employee Management) უზრუნველყოფს მაღალი უსაფრთხოების ხარისხს ქარხნის მასშტაბით და აუმჯობესებს ინდივიდუალურ შესრულების ხარისხსს. თანამშრომელთა თვალყურის დევნება და მონიტორინგი საშუალებას იძლება უკეთესად განაწილდეს სამუშაო ძალა.

მარაგების მართვა (Inventory Management) უზრუნველყოფს სათადარიგო ნაწილების დროული მიღების და მარაგების საჭირო დონეზე შენარჩუნებას.  ზუსტი მარაგის შენარჩუნება მოწოდების დანახარჯების ანალიზის გაგების საშუალებას იძლევა.